ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გოგია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, თუმცა თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“,- წერს ლაშა გოგია.

ლაშა გოგია ამჟამად პრაღაში, სამუშაო მივლინებაში იმყოფება. პირველი არხი მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა გოგიას ტელეფონი გამორთული აქვს.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ თემაზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის 22 ოქტომბერს აირჩიეს.