კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება
კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ბლანშეტი ოსკარის ორგზის მფლობელია, მას ასევე მიღებული აქვს სამი „ოქროს გლობუსი“.
მაყურებელი მას იცნობს ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, „ავიატორი“, „ელისაბედი“ და „ჟასმინი“.
კანის 71-ე კინოფესტივალი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მაისში გაიმართება.