ალექსეი გერმანის ფილმი, რომელშიც მსახიობი მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის კინოფესტივალზეა წარდგენილი
ალექსეი გერმანის ფილმი, რომელშიც მსახიობი მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის კინოფესტივალზეა წარდგენილი

ალექსეი გერმანის ფილმი „საქმე“ (შინაპატიმრობა), რომელშიც მსახიობი მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის კინოფესტივალზეა წარდგენილი.

კანის კინოფესტივალმა 2021 წლის, რიგით 74-ე ფესტივალის ნომინანტები რამდენიმე საათის წინ დაასახელა.

ცნობილი რეჟისორის, ალექსეი გერმანის შვილის, ასევე ალექსეი გერმანის სრულმეტრაჟიანი დრამა  სპეციალურ სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ (Un Certain Regard) დასახელდა.

ფილმის სიუჟეტი რუსეთში მცხოვრები ქართველი მასწავლებლის გარშემო ვითარდება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს და ამის გამო შინაპატიმრობას მიუსჯიან. მერაბ ნინიძე ფილმში მთავარ გმირს, დავითს განასახიერებს.

ალექსეი გერმანის ფილმთან ერთად, სექციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 18 ფილმი დასახელდა.

წარმატებული ქართველი მსახიობი კანზე 2017 წელსაც გამოჩნდა. უნგრელი რეჟისორის, კორნეი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული.

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა წელს 6 ივლისიდან 17 ივლისამდე გაიმართება.