კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ღონისძიებების ორგანიზატორების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 11-22 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობა მესამე საყოველთაო კარანტინის დაწესების საკითხს განიხილავს, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი