კახეთში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ახალ კორონავირუსზე ტესტი შვიდ პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარანტინის სივრციდან ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე ტესტის გაგზავნა დღესაც იგეგმება, რომლის პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

კახეთის 11 საკარანტინო სივრცეში 444 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არიან გუშინ გერმანიიდან დაბრუნებული პირები. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საეჭვო სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებათ.