კახეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
კახეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

კახეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ადგილობრივების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ძლიერმა ქარმა ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა, რომელიც საკუთარ ეზოში შეშას ჭრიდა.

79 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.