პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.