ინტენსიური თოვის გამო კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული
ინტენსიური თოვის გამო კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული

ინტენსიური თოვის გამო დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.

შეზღუდვებია ენერგომომარაგებაშიც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, რეგიონის მასშტაბით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური სამსახური. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.