კახა კალაძე - სასტუმრო „რუმსიდან“ ადამიანების ევაკუირება დროულად განხორციელდა
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არის მშვიდობა. დროულად მოხდა ადამიანების ევაკუირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ სასტუმრო „რუმსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დროულად მივიდნენ.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არის მშვიდობა. დროულად მოხდა ადამიანების ევაკუირება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დროულად მივიდნენ. მადლობა შსს-ს, მეხანძრე-მაშველებს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც მეხანძრეები ამბობენ, სახურავზე აღმოაჩინეს ერთი კერა. კერები არ არსებობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაშავებულები არ არიან.
კახა კალაძის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე თბილისის მერი ცოტა ხნის წინ მივიდა. კახა კალაძე ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.