„დინამო არენასთან“ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა
„დინამო არენასთან“ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

 

04:31
განახლება #1

შს მინისტრის მოადგილე – „დინამო არენასთან“ ხანძრის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული