ხანძარი „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე
ხანძარი „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე

ხანძარია „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.