სასტუმრო „რუმსში“ ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]
სასტუმრო „რუმსში“ ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

სასტუმრო „რუმსში“ ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია ორი ოთახი.

მომხდარის შედეგად, დაშავებულები არ არიან. „რუმსის“ სტუმრები სხვა სასტუმროში გადაიყვანეს.

სასტუმროს ტერიტორიაზე 15 სახანძრო ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

რუმსის“ დირექტორის განცხადებით, სასტუმრო მუშაობას ხვალიდან განაახლებს.