სასტუმრო “რუმსის” ტერიტორიაზე კახა კალაძე მივიდა

01:56, 25.12.2017

სასტუმრო “რუმსის” ტერიტორიაზე თბილისის მერი მივიდა. კახა კალაძე ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა.

სასტუმროში ცეცხლის ლოკალიზებას 15 სახანძრო მანქანა ცდილობს.

შენობიდან უკვე განხორციელდა ხალხის ევაკუირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

​ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

მსგავსი