კაიროს მახლობლად, კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კაიროს მახლობლად კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ორი პოლიციელი და ერთ-ერთი თავდამსხმელი, მეორემ კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
გავრცელებული ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიასთან ცეცხლი გახსნა.
შეირაღებული თავდასხმა ჰელვანის ოლქში მოხდა.