ბურკინა ფასოში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა

11:25, 02.12.2019

ბურკინა ფასოში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თავდამსხმელების იდენტიფიცირება არ მომხდარა. თავდასხმა საეკლესიო მსახურების დროს განხორციელდა.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში თავდასხმებს „ალ-ქაიდასთან“ და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტური დაჯგუფებები ახორციელებენ.

მიმდინარე წელს, ქვეყანაში რადიკალური ისლამისტების ამბოხმა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობა გამოიწვია.

დაპირისპირებამ ბურკინა ფასოს დიდი ნაწილი უმართავი გახადა, განსაკუთრებით – მალის მოსაზღვრე ჩრდილოეთი რეგიონები. ბურკინა ფასო რეგიონში ერთ-ერთი მშვიდი ქვეყანა იყო, თუმცა ბოლო წლების ძალადობამ ასობით ადამიანი იმსხვერპლა, მილიონამდე კი დევნილად აქცია.

მსგავსი