„ლუფთჰანზა“ ეგვიპტის დედაქალაქში ფრენებს ანახლებს
„ლუფთჰანზა“ ეგვიპტის დედაქალაქში ფრენებს ანახლებს

ავიარეისების ერთდღიანი შეჩერების შემდეგ, „ლუფთჰანზა“ ეგვიპტის დედაქალაქში ფრენებს ანახლებს. გამოცემა „დოიჩე ველეს ცნობით“, ავიაკომპანიაში ადასტურებენ, რომ ფრანკფურტიდან და მიუნხენიდან კაიროს მიმართულებით რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება.

უმსხვილესმა გერმანულმა ავიაგადამზიდმა კაიროში ფრენა 20 ივლისს შეაჩერა და მიზეზად მგზავრების უსაფრთხოება დაასახელა.

ამავე დღეს, კაიროში უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში ყველა რეისი გააუქმა ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისმა“. ბრიტანული ავიაგადამზიდი თავის გადაწყვეტილებას ასევე განმარტავს იმით, რომ ავიაკომპანიისთვის მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა უსაფრთხოებას უმაღლესი პრიორიტეტი აქვს.

ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურისტებს ეგვიპტეში ფრენასთან დაკავშირებით საფრთხის შესახებ აფრთხილებს.