მედიის ცნობით, კაიროში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები განახლდება
მედიის ცნობით, კაიროში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები განახლდება

დღეს კაიროში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა „როიტერს“ დაუდასტურა, რომ კაიროში კვირას დელეგაციას გაგზავნის. თავის მხრივ, მოძრაობა „ჰამასში“ აღნიშნეს, რომ კატარელი შუამავლებისგან ჯერ ისრაელთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ დაელოდებიან ცნობებს.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობს ღაზის სექტორში ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტისა და სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ 40 მძევლის გათავისუფლების საკითხზე. დაჯგუფებას ამ დრომდე 130 მძევალი ჰყავს, რომლებიც მისმა მებრძოლებმა ისრაელის ქალაქებზე 7 ოქტომბრის თავდასხმისას დააკავეს.