კაიროში სპეცოპერაციის დროს აფეთქებას ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა
კაიროში სპეცოპერაციის დროს აფეთქებას ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, აფეთქება პოლიციის პატრულზე თავდასხმის მცდელობის ორგანიზატორების დევნის ოპერაციის დროს მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველების მიერ ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ ამოქმედდა, რის შედეგად დაიღუპა თავად ეჭვმიტანილი და ორი პოლიციელი. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი მოქალაქე.

15 თებერვალს კაიროში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის განაღმვის დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი და სამი მოქალაქე.