ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის პრეზიდენტი დღეს შარმ-ელ-შეიხში შეხვედრას გამართავენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის პრეზიდენტი დღეს შარმ-ელ-შეიხში შეხვედრას გამართავენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის პრეზიდენტი დღეს შარმ-ელ-შეიხში შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ნაფტალი ბენეტი და აბდელ ფათაჰ ალ-სისი განიხილავენ ორმხრივი დაინტერესების საკითხებს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამშვიდობო პროცესის აღდგენის შესაძლებლობებს, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.

ქვეყნების მეთაურების შეხვედრამდე, ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ტაბას საკონტროლო პუნქტი სრული დატვირთვით ამუშავდა, შესვლის ნებართვებზე დაწესებული შეზღუდვების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვიდან კაიროსა და თელ-ავივს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნაც იგეგმება.

გარდა ამისა, გასულ თვეს, ისრაელმა შეამცირა საკუთარი უსაფრთხოების რეკომენდაციები სინაის ნახევარკუნძულის ვიზიტისას. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში ეგვიპტის დაზვერვის უფროსის ვიზიტის შემდეგ მიიღო.