ბურკინა ფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა
ბურკინა ფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ბურკინა ფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმაში ბრალდებული ისლამისტი მებრძოლია.

ბურკინა ფასოს მესამედზე მეტი ამჟამად მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა, რომლებსაც ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა აქვთ დამყარებული. მმართველი ხელისუფლება ამჟამად „ალ ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ისლამისტურ ჯგუფებს ებრძვის, რომლებმაც მიწის დიდი ნაწილი დაიპყრეს და მილიონობით ადამიანი საჰელის რეგიონში გადაასახლეს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, გასული სამ წლის განმავლობაში ხშირი იყო ეკლესიებზე თავდასხმა, რის შედეგადაც უამრავი მლოცველი დაიღუპა.