ჯონ მაკკეინი თავს უკეთ გრძნობს
ჯონ მაკკეინი თავს უკეთ გრძნობს

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ სენატორის სიძემ, ბენ დომენჩმა CBS-ის ეთერში განაცხადა.
„მოხარული ვარ გითხრათ, რომ ის უკეთესად არის. მაკკეინი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ძლიერი ადამიანია მსოფლიოში“, – ასე აფასებს სენატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბენ დომენჩი.
ჯონ მაკკეინი სამხედრო ჰოსპიტალში 14 დეკემბერს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სენატორი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ჰოსპიტალში სიმსივნის თერაპიის გვერდით ეფექტებზე მკურნალობს.
ჯონ მაკკეინი გასულ წელს სენატორად მეექვსე ვადით აირჩიეს.