ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
პოლიტიკოსის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკკეინი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ჰოსპიტალში სიმსივნის თერაპიის გვერდით ეფექტებზე მკურნალობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 81 წლის სენატორი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ზაფხულში დაუსვეს, სამუშაოს შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუბრუნდება.
ჯონ მაკკეინი ქიმიოთერაპიისა და რადიაციული მკურნალობის კურსს მუშაობის პარალელურად გადიოდა, თუმცა მიმდინარე კვირაში სენატში სხდომები გამოტოვა.
რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ის არიზონას შტატიდან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. გასულ წელს კი სენატორად მეექვსე ვადით აირჩიეს.