ჯეიმს მეტისის განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან მომწამვლელი აირის გამოყენება არაგონივრულია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან მომწამვლელი აირის გამოყენება არაგონივრულია. მეტისმა ასევე რუსეთის მხრიდან დამასკოს მხარდაჭერა დაგმო.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ომანში ვიზიტისას განაცხადა.
ჯეიმს მეტისის თქმით, თუ სირიაში ქლორინის გამოყენება დადასტურდება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც, მისი აზრით, შესაბამისი იქნება შექმნილ ვითარებაში.
2017 წლის აპრილში დონალდ ტრამპმა სირიაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც იდლიბში მდებარე ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიურ თავდასხმას ათობით მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვრპლა.