ჯეიმს მეტისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს
ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ჯეიმს მეტისი და ნურეთინ ჯანიკლი ერთმანეთს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მინისტერიალზე შეხვდნენ.
ამერიკის თავდაცვის მდივანი და ნურეთინ ჯანიკლი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.
დღეს თურქეთში ამერიკის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ელოდებიან, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში დღეს და ხვალ ანკარას ესტუმრება.