ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 10.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ავტომობილში ნაღმის ამოქმედებამ გამოიწვია.
გარდაცვლილია ავტომობილში მყოფი მამაკაცი და მისი დაცვის წევრი. რამდენიმე საათით ადრე, ჯალალაბადში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბენზინმზიდი ააფეთქეს.