იური ლუცენკო - უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა კურჩენკომ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა
იური ლუცენკო - უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა კურჩენკომ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა. ამის შესახებ ლუცნეკომ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, საპროტესტო აქციებს ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელის, სერგეი კუჩენკოს ფულით აფინანსებდა.

„სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ კი სევერიონ დანგაძემ, სააკაშვილთან შეთანხმებით მიმართა კურჩენკოს, რომელიც იმალება ქალაქ მოსკოვში და მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ინტერესების სანაცვლოდ, სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსება შესთავაზა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის მიღება. თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

ამასთან, იური ლუცენკომ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, ასევე კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, უკრაინაში არეულობებს გეგმავენ.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშის თანახმად, სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, არ არის გამოირცხული მიხეილ სააკაშვილს ბრალი სხვა მუხლებითაც წაუყენონ.