მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენონ
მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენონ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, არ არის გამოირცხული მიხეილ სააკაშვილს ბრალი სხვა მუხლებითაც წაუყენონ. ამის შესახებ განცხადება ზორიან შკირიაკმა ტელეკომპანია 112-ის ეთერში გააკეთა.

„ეს შესაძლოა არ იყოს ბოლო მუხლი, რომლის წარდგენაც მოხდება. ეს გენერალური პროკურატურის კომპეტენციაა. მე როგორც მესმის, საუბარია უკრაინის ყოფილი პრეზიდნეტის იანუკოვიჩისა და მისი ყოფილი თანამებრძოლის ოლიგარქ კურჩენკოს დანაშულაბრივ საქმიანობაზე, რომლებიც უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულბას აწარმოებენ“, – განაცხადა შკირიაკმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშის თანახმად, სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რამდენიმე წუთში ამ საქმეზე კომენტარი უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უნდა გააკეთოს.