უკრაინის მთავარი პროკურორი - ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, არ გადავდგები
უკრაინის მთავარი პროკურორი - ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, არ გადავდგები

უკრაინის მთავარი პროკურორ იური ლუცენკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ის თანამდებობის დატოვება არ აპირებს. ეს განცხადება ლუცენკომ უკრაინულ გამოცემა „ბაბელთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩემი გადაყენების ინიცირება მომავალ პრეზიდენტს შეუძლია. მას აქვს უფლება პროკურორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი წარადგინოს. ამ გამოცდისთვის მზად ვარ“, – განაცხადა ლუცენკომ.

მისივე თქმით, მას სურს პროკურორად სამსახურის გაგრძელება, რადგან მიაჩნია, რომ „არასწორია უფლებამოსილება გადაეცეს ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით, რა მდგომარეობაა ქვეყენაში“,

„მას შემდეგ, რაც გავეცანი, თუ რა გეგმები აქვს ვლადიმირ ზელენსკის გუნდს და როგორ აპირებენ ისინი კორუფციასთან ბრძოლას, ამ გეგმას დილეტანტურს ვუწოდებ“, – განაცხადა ლუცენკომ.

2018 წლის სექტემბერში უკრაინის მთავარი პროკურორი აცხადებდა, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს.