ევროპული სუპერ-სახელმწიფოს მკაცრი მოწინააღმდეგე ვარ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ბრიტანეთის პოლიტიკური საზოგადოების ზოგიერთი წევრი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი სულელი და ჯიუტი ფედერალისტია.
„ევროკავშირი არ შეიძლება აშენდეს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, ეს აბსოლუტური სისულელეა. ჩვენ არ ვართ აშშ, ჩვენ ევროკავშირი ვართ, რომელიც ძლიერია თავისი 27 ან 28 სახელმწიფოთი“, – აღნიშნა იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტს შეკითხვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ დაუსვეს.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი ბორის ჯონსონი ფიქრობს, რომ ბრიუსელი ევროკავშირის ფედერალურ სუპერ-სახელმწიფოდ გადაქცევას ცდილობდა.