დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის გიორგი გახარიას ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის გიორგი გახარიას ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცეს.

როგორც მილოცვაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო და ევროკომისია რჩებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და განაგრძობენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჩართულობისაკენ არის მიმართული.

„მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენი პოლიტიკური დაახლოების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმების განსახორციელებლად. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.