ჟან-კლოდ იუნკერი - ტრამპთან ოთხი წლის განმავლობაში ხელჩართულ ბრძოლაში ვიყავი, ეს არ არის ადვილი
ჟან-კლოდ იუნკერი - ტრამპთან ოთხი წლის განმავლობაში ხელჩართულ ბრძოლაში ვიყავი, ეს არ არის ადვილი

ტრამპთან ოთხი წლის განმავლობაში ხელჩართულ ბრძოლაში ვიყავი, ეს არ არის ადვილი, – ამის შესახებ ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

„იმის გამო, რომ ამერიკელებმა იციან, ჩვენ სუსტები ვართ თავდაცვის მხრივ, ისინი იღებენ გარკვეულ ზომებს ევროპასთან ურთიერთობისას“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის სიტყვები ხშირად ცარიელ სიტყვებად რჩება და ყველაფერი, რასაც ტრამპი აცხადებს, არ სრულდება.

იუნკერი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტი იყო 2014-დან 2019 წლამდე, ეწინააღმდეგებოდა ტრამპს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე აშშ-ის სოლიდური ტარიფების თაობაზე.