ევროკომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟან-კლოდ იუნკერი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან ჩვეულ ფორმაში შეუდგება
ევროკომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟან-კლოდ იუნკერი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან ჩვეულ ფორმაში შეუდგება

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან ჩვეულ ფორმაში შეუდგება. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

64 წლის იუნკერს რამდენიმე კვირის წინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ევროკომისიის პრეზიდენტი დიდი შვიდიანის სამიტს ვერ დაესწრო.

გავრცელებული ინფორმაციით, იუნკერი უკვე ესაუბრა ტელეფონით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს.