ჟან-კლოდ იუნკერი ბრექსიტის პროცესს დროისა და ენერგიის ხარჯვად მიიჩნევს
ჟან-კლოდ იუნკერი ბრექსიტის პროცესს დროისა და ენერგიის ხარჯვად მიიჩნევს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრექსიტის პროცესს „დროისა და ენერგიის ხარჯვად“ მიიჩნევს, რაც მას აღიზიანებს.

მისი თქმით, ბრექსიტის პროცესის გამო, პრეზიდენტობის ხუთწლიანი მანდატის განმავლობაში ვერ შეძლო,  მეტი დრო დაეთმო იმისათვის, რომ გაერთიანება უკეთესად მომსახურებოდა მის მოქალაქეებს.

რაც შეეხება თავად ბრექსიტს, ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, შეთანხმება უპირველესად ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი ბრიუსელში დამოწმება.