ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჟან-კლოდ იუნკერი დიდი შვიდეულის ქვეყნების სამიტს ვერ დაესწრება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჟან-კლოდ იუნკერი დიდი შვიდეულის ქვეყნების სამიტს ვერ დაესწრება

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საფრანგეთში დაგეგმილ დიდი შვიდეულის ქვეყნების სამიტს ვერ დაესწრება. ევროკომისიის პრეზიდენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ცნობილია, ჟან-კლოდ იუნკერი ავსტრიაში შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ლუქსემბურგში, სადაც ევროკომისიის ხელმძღვანელს გადაუდებელი ოპერაცია დაუნიშნეს. მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს.

გავრცელებული ინფორმაცით ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ევროკომისიის პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.