სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, იტალია ლოჯისტიკის მხრივ დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს
იტალია სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დასავლეთის ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებას მიიღბენ, იტალია მათ ლოჯისტიკის მხრივ დაეხმარება,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გუშინ არაერთ კოლეგას ესაუბრა ტელეფონით, მათ შორის გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.
შეგახსენებთ, მანამდე გერმანიაშიც განაცხადეს, რომ სირიში განხორიცელებული ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ, გერმანია სირიის წინააღმდეგ ავიარიშს არ შეურთდება.