ირმა ჭკადუა - გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, ექსპერიმენტის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
„იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას, რათა არც საპროცესო მხარეების, არც საზოგადოების და არც მასმედიის მხრიდანაც კითხვები არ დარჩეს. იაკობი არის ბრალდების მოწმე. ადვოკატები ითხოვენ გამოკითხვას და თუკი ფორმატი ამას ითვალისწინებს, საგამოძიებო ორგანო მას დართავს ნებას, რომ ეს მოხდეს მათი ჩართულობით.
მზად ვართ, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა და გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უწყება არ მიუღია. თუკი გვექნება უწყება ან სასამართლოდან ან პროკურატურიდან, ყველგან მივალთ“, – განაცხადა ჭკადუამ.