ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ დასახლებაში მიმდინარეობს.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა. ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.
მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, დაფიქსირდა. ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.