ირანის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრი ავრცელებს.
რყევების ეპიცენტრი ქალაქ ქერმანიდან 58 კილომეტრში დილის 06:32 საათზე დაფიქსირდა. ქალაქის მოსახლეობა 821 ათას ადამიანს შეადგენს. USGS-ის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე, თავდაპირველად 6.3 მაგნიტუდით განისაზღვრა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველ მიწისძვრად ფასდება და მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.