ირაკლი სესიშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილი არის კრემლის პატიმარი
ირაკლი სესიშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილი არის კრემლის პატიმარი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კრემლის პატიმარია.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ცხინვალის ე.წ. სასამართლო არ არსებობს და ის ექიმს სასჯელსაც ვერ გამოუტანდა.

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის კრემლის პატიმარი. კრემლს თავისი პოლიტიკა აქვს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება. კრემლი არაადამიანურად მოქმედებს და ცხადია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. კარგად იციან, რომ საქართველოში ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სახელმწიფოებრივად და ამიტომ, მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდიან. ერთ ვაჟკაც, პატრიოტ ადამიანზე ზეწოლას ახორციელებენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.