პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

14:43, 25.05.2021

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც პარლამენტიდან პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გადაინაცვლა, მეათე მოწვევის პარლამენტში გელა სამხარაული შეცვლის.

რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილს, იგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მას პარლამენტში “ქართული ოცნების” სიის შემდეგი წევრი, ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს.

მსგავსი