ირაკლი სესიაშვილი - გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ასლან ვაშაყმაძის განცხადება დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს სააკაშვილის ასეთივე მძიმე განცხადება
ირაკლი სესიაშვილი - გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ასლან ვაშაყმაძის განცხადება დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს სააკაშვილის ასეთივე მძიმე განცხადება

სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ეს ფაქტი დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს, თითქმის ასეთივე სააკაშვილის მძიმე განცხადება, როდესაც თავის აქტივისტებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ, – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის განცხადებას.

სესიაშვილის თქმით, „მანამდე ოყო მათი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის უმსგავსო საქციელი, როცა მან პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა“.

„ასევე, 20 ივნისს პოლიციელების რიგებიდან გამოყვანა, ცემა და მათზე ძალადობა. რეალურად, ეს არის მათი ერთიანი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება. მთავარი არის არა განცხადებები და მათი მხრიდან შეფასებები, არამედ ის, რომ პირველ რიგში ასეთ პოლიტიკურ აზროვნებას, ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას გაემიჯნონ. მერე შეიძლება მათ პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს ფასი ჰქონდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.