ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეო გაავრცელა, განმარტებას აკეთებს - ვთქვი აღელვების ნიადაგზე, დადექით ღამე სიცივეში, პოლიციამ გირტყათ და მერე რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს
ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეო გაავრცელა, განმარტებას აკეთებს - ვთქვი აღელვების ნიადაგზე, დადექით ღამე სიცივეში, პოლიციამ გირტყათ და მერე რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და აქტივისტი, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში პოლიციის მისამართით ძალადობის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

ასლან ვაშაყმაძე აცხადებს, რომ პოლიციელების მიმართ მოსახლეობის ძალადობისკენ მოწოდება აღელვების ნიადაგზე გამოუვიდა. ვაშაყმაძის თქმით, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

„დღეს აღელვების ნიადაგზე გამომივიდა მოწოდებასავით, მოსახლეობის მიმართ. ფაქტია, არ უარვყოფ, მოწოდება გამომივიდა, რომ დღეს პოლიცია გადავიდა მოსახლეობასთან ძალადობაზე და მოძალადე პოლიციას ხალხმა უნდა უპასუხოს ძალით მეთქი, ანუ ძალით უნდა გავცეთ პასუხითქო. მოვუწოდებდი მოსახლეობას, გადავიდეთ ძალადობაზე, პოლიციას დავამტვრიოთ ხელები, დავამტვრიოთ ფეხები. იყო ასეთი რაღაც ჩემი მხრიდან გაჟღერებული.

რა თქმა უნდა, ეს ყველა სიტყვა იყო აღელვების ნიადაგზე წარმოთქმული. ავღელდი. ამაღელვა იმან, რომ დღეს საქართველოს პოლიცია ხალხს აღარ ემსახურება, პოლიცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს. მე ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და ყველანაირ ძალადობას ემიჯნება საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია.

მინდა, სააგენტოებს ვუთხრა – ის ვიდეო რომ აიტაცეთ და აფრიალეთ, დღეს მთელი საღამოა, ესეც აიტაცეთ და ესეც გააშუქეთ, რასაც ახლა ვამბობ. ვთქვი, აღელვების ნიადაგზე. მოდით აქციაზე, თქვენ დადექით ღამე ამ სიცივეში, ამ ყინვაში და მერე მოვიდეს პოლიცია, გირტყათ და მერე როგორ აზრზე იქნებით და რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს“,- განაცხადა ასლან ვაშაყმაძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა.