ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და აქტივისტი პოლიციელების მიმართ მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი ასლან ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ვაშაყმაძე სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით.

„ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ, თავები უნდა ვუჩეჩქვოთ და დანარჩენებისთვის მაგალითი იქნება, რომ ხალხზე ხელი ვეღარ ასწიონ“,- ამბობს ვიდეოში ასლან ვაშაყმაძე.

ასლან ვაშაყმაძემ მოგვიანებით ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა.

არსებული ინფორმაციით, ასლან ვაშაყმაძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია.