ირაკლი კობახიძე - პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის უახლოეს დღეებში მოხდება.
კობახიძის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მიდგომა იქნება კონსტრუქციული. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, რუსულ მხარეს ეკისრება, რადგან რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე, აფხაზეთში. შესაბამისად, მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე.
ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.