თეა წულუკიანი - თარიღები არ არის საუბრის თემა, საუბრის თემა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე საზოგადოებისთვის გლოვის უფლების მიცემაა
თეა წულუკიანი - თარიღები არ არის საუბრის თემა, საუბრის თემა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე საზოგადოებისთვის გლოვის უფლების მიცემაა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების თარიღზე არ საუბრობს.

წულუკიანი იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და საზოგადოებას მალე მიეცემა შესაძლებლობა, ცხედარს პატივი მიაგოს და მიწას მიაბაროს.

„ვფიქრობ, რამე თარიღების დასახელება მძიმე მცდელობებისა და მოლაპარაკების პროცესში ჩემი მხრიდანაც არცთუ კარგი იდეაა. ამიტომაც, დღეს თარიღები არ არის საუბრის თემა, საუბრის თემა არის და მომავალშიც იქნება ცხედრის გადმოსვენება და ოჯახისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, საზოგადოებისთვის გლოვის უფლების მიცემა, რადგან ეს არის ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება.

შესაბამისად, მუშაობა გრძელდება და იმედს გამოვთქვამ, რონ ჩვენ ცხედარს მალე დავიბრუნებთ იმისთვის, რომ დედამ, მამამ და საზოგადოებამ შეძლოს ცხედრისთვის პატივის მიგება და მიწისთვის მიბარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს დღეს გადმოასვენებენ.