არჩილ ტატუნაშვილის მამა თბილისში გაემგზავრა, სადაც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება
არჩილ ტატუნაშვილის მამა თბილისში გაემგზავრა, სადაც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი წილკანიდან თბილისში გაემგზავრა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის გადაასვენეს. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი წილკანიდან იუწყება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიასვენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.