მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება,- ასე ეხმაურება ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას.
ირაკლი კობახიძის თქმით, სპეცოპერაციის დეტალები მისთვის ჯერ უცნობია.
„მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკრეტულ კომენტარებს ისინი გააკეთებენ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.