ინგლისის ქალაქ ლესტერში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ინგლისის ქალაქ ლესტერში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ინგლისის ქალაქ ლესტერში, 25 თებერვალს ძლიერი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ინფორმაციას ლესტერის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, აფეთქების შედეგად, დაზიანდა ახლოს მდებარე არაერთი შენობა, საცხოვრებელი თუ ბიზნესობიექტები, საიდანაც ადამიანების ევაკუაცია დაუყოვნებლივ მოხდა. აფეთქებამ ერთ-ერთი სამსართულიანი შენობა მთლიანად გაანადგურა.

ბრიტანეთის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები მოჰყვნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ აფეთქება ტერორიზმს არ უკავშირდება.

შემთხვევის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.