ოფიციალურად - „ჩელსიმ“ უესლი ფოფანას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ჩელსიმ“ უესლი ფოფანას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ლესტერის“ მცველი უესლი ფოფანა „ჩელსიში“ გააგრძელებს კარიერას, – წერს ლონდონური კლუბის პრესსამსახური. 21 წლის ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი ახალ კლუბთან შვიდ წელზეა გათვლილი.

„ბოლო ორი დღე ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მოხარული ვარ. დილით უკვე გავმართე ვარჯიში გუნდთან ერთად და ეს ახდენილი ოცნებაა. მოხარული ვარ, რომ „ჩელსის“ ვუერთდები, მინდა ასეთი შესანიშნავი გუნდის გულშემატკივრებისთვის ვითამაშო. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ტიტულები მოვიგო და ეს კლუბი ამისთვის არის შექმნილი“, – აღნიშნა ფოფანამ.

უესლი ფოფანა „ლესტერში“ ფრანგული „სენტ ეტიენიდან“ 2020 წლის ოქტომბერში 35 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მცველმა ინგლისურ კლუბში 52 მატჩი ჩაატარა.