„ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე გააკეთა განაცხადი #1TVSPORT
„ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე გააკეთა განაცხადი #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველის ჰარი მაგუაირის მიმართ ინტერესს გამოხატავს. გაზეთი Daily Mail ამტკიცებს, რომ „ლურჯებმა“ უკვე მიმართეს განაცხადით მანჩესტერულ კლუბს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიწყო „ჩელსის“ შემტევის კრისტიან პულიშიჩის იჯარის შესაძლებლობის განხილვა. ვარაუდობენ, რომ ორივე ფეხბურთელი შეიძლება ერთი გარიგების მონაწილე გახდეს.

„ჩელსის“ პრიორიტეტად რჩება „ლესტერის“ მცველი უესლი ფოფანა, მაგრამ მაგუაირის მიმართ ინტერესი სერიოზულ ხასიათს ატარებს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ინგლისის ნაკრების მცველის „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასტარტო შემადგენლობიდან გამოყვანა.

ჰარი მაგუაირი მანჩესტერელთა რიგებში 2019 წელს სარეკორდო 80 მილიო ფუნტად გადავიდა.